ტრენინგის IX დღე
დღეს ვისაუბრეთ, როგორ წარმოვადგინოთ ეფექტურად ჩვენი ნამუშევარი აუდიტორიის წინაშე და გავუკეთოთ კონსტრუქციული უკუკავშირი კოლეგებს. საბოლოოდ, შევაფასეთ ინტელის კურსი. სხვა მასწავლებლებთან ამდენდღიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა დამეხმარება ჩემი მომავალი საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში. დიდი მადლობა.

„ინტელის ძირითადი კურსის“ სწავლების მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა. სკოლაში პროექტებით სწავლება ადრეც იგეგმებოდა, თუმცა ასეთი მაშტაბური ყოვლისმომცველი სახით მანამდე არ ყოფილა. პროექტებით სწავლება ბევრის შემძენია, როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. მოსწავლეებში თანამედროვე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები ვითარდება, როგორიცაა, კომუნიკაციის, თანამშრომლობითი და გამომსახველობითი, ასევე, კრიტიკული უნარები და სხვა. სხვა მასწავლებლებთან ურთიერთობა და დისკუსია სხვადასხვა საკითხზე დამეხმარება ჩემი საქმიანობის უკეთ წარმართვაში. ძალიან საინტერერესო იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გააზრება-ფორმულირება, ასევე, შეფასების რუბრიკებისა და ფორმების გაცნობა. ვთვლი, რომ საინტერესო ტრენინგი იყო. დიდი მადლობა ტრენერს!
Комментариев нет:
Отправить комментарий