суббота, 4 июня 2016 г.
суббота, 16 апреля 2016 г.
ტრენინგის IX დღე
დღეს ვისაუბრეთ, როგორ წარმოვადგინოთ ეფექტურად ჩვენი ნამუშევარი აუდიტორიის წინაშე და გავუკეთოთ კონსტრუქციული უკუკავშირი კოლეგებს. საბოლოოდ, შევაფასეთ ინტელის კურსი. სხვა მასწავლებლებთან ამდენდღიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა დამეხმარება ჩემი მომავალი საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში. დიდი მადლობა.

„ინტელის ძირითადი კურსის“ სწავლების მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა. სკოლაში პროექტებით სწავლება ადრეც იგეგმებოდა, თუმცა ასეთი მაშტაბური ყოვლისმომცველი სახით მანამდე არ ყოფილა. პროექტებით სწავლება ბევრის შემძენია, როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. მოსწავლეებში თანამედროვე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები ვითარდება, როგორიცაა, კომუნიკაციის, თანამშრომლობითი და გამომსახველობითი, ასევე, კრიტიკული უნარები და სხვა. სხვა მასწავლებლებთან ურთიერთობა და დისკუსია სხვადასხვა საკითხზე დამეხმარება ჩემი საქმიანობის უკეთ წარმართვაში. ძალიან საინტერერესო იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გააზრება-ფორმულირება, ასევე, შეფასების რუბრიკებისა და ფორმების გაცნობა. ვთვლი, რომ საინტერესო ტრენინგი იყო. დიდი მადლობა ტრენერს!
ტრენინგის VIII დღე
დღეს ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე, მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროებზე, აღქმის სხვადასხვა სტილზე, მოვარგეთ ჩვენი დიფერენცირებული სწავლების ტიპს. დავათვალიერეთ ფასილიტაციის სხვადასხვა რესურსი და შევქმენით ჩვენი ნიმუშები. დაბოლოს, გადავხედეთ ჩვენ-ჩვენ საქაღალდეებს და შევიტანეთ ბოლო შტრიხები ნამუშევარში. დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

ტრენინგის VII დღე
დღეს ავტვირთეთ მოსწავლის ნაშრომები, განვიხილეთ თითოეული აპლიკანტის ნამუშევარი, ვისაუბრეთ მათ ღირსება-ნაკლოვანებებზე. მივეცით სწორი უკუკავშირი. საკმაოდ საინტერესო ნაშრომები იყო, რომელთა განხილვა დამეხმარება ჩემი თემის უკეთ გასააზრებლად. ასევე, ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართულობა შეფასების პროცესში. გავეცანით შეფასების სქემებს, შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის საჭირო შეფასების ფორმები. დღემ, როგორც ყოველთვის, საინტერესოდ ჩაიარა.

ტრენინგი I და II დღე
ტრენინგი დაიწყო ფილმის ჩვენებით, („ხიდი“), რომელმაც აღგვიძრა ინტერესი, გავეცნოთ თანამედროვე სწავლების მიღწევებს. მივხვდი, რომ, ეს არც ისე იოლია და მისი დაგეგმვა და განხორციელება მეტად შრომატევადი საქმეა. ამ დღეებში ვისწავლეთ ელექტრონული წიგნის შექმნა, ნავიგაცია, შევქმენით ბლოგი, ვნახეთ ბროშურებისა და ფლაერების შაბლონები. მოვიფიქრე პროექტის დასახელება და დავსახე სამოქმედო გეგმა ბროშურის დასამზადებლად. გავაკეთე მონახაზი. გავიზიარე სხვა მასწავლებლებისა და ტრენერის აზრი ჩემს არჩეულ თემასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)