суббота, 16 апреля 2016 г.

ტრენინგის IX დღ
დღეს ვისაუბრეთ, როგორ წარმოვადგინოთ ეფექტურად ჩვენი ნამუშევარი აუდიტორიის წინაშე და გავუკეთოთ კონსტრუქციული უკუკავშირი კოლეგებს. საბოლოოდ, შევაფასეთ ინტელის კურსი. სხვა მასწავლებლებთან ამდენდღიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა დამეხმარება ჩემი მომავალი საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში. დიდი მადლობა.  

„ინტელის ძირითადი კურსის“  სწავლების მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა. სკოლაში პროექტებით სწავლება ადრეც იგეგმებოდა, თუმცა ასეთი მაშტაბური ყოვლისმომცველი სახით მანამდე არ ყოფილა. პროექტებით სწავლება ბევრის შემძენია, როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. მოსწავლეებში თანამედროვე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები ვითარდება, როგორიცაა, კომუნიკაციის, თანამშრომლობითი და  გამომსახველობითი, ასევე, კრიტიკული უნარები და სხვა. სხვა მასწავლებლებთან ურთიერთობა და დისკუსია სხვადასხვა საკითხზე დამეხმარება ჩემი საქმიანობის უკეთ წარმართვაში. ძალიან საინტერერესო იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გააზრება-ფორმულირება, ასევე, შეფასების რუბრიკებისა და ფორმების გაცნობა. ვთვლი, რომ საინტერესო ტრენინგი იყო. დიდი მადლობა ტრენერს! 
ტრენინგის VIII დღ
დღეს ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე, მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროებზე, აღქმის სხვადასხვა სტილზე, მოვარგეთ ჩვენი დიფერენცირებული სწავლების ტიპს. დავათვალიერეთ ფასილიტაციის სხვადასხვა რესურსი და შევქმენით ჩვენი ნიმუშები. დაბოლოს, გადავხედეთ ჩვენ-ჩვენ საქაღალდებს და შევიტანეთ ბოლო შტრიხები ნამუშევარში. დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. 
ტრენინგის VII დღ
დღეს ავტვირთეთ მოსწავლის ნაშრომები, განვიხილეთ თითოეული აპლიკანტის ნამუშევარი, ვისაუბრეთ მათ ღირსება-ნაკლოვანებებზე. მივეცით სწორი უკუკავშირი. საკმაოდ საინტერესო ნაშრომები იყო, რომელთა განხილვა დამეხმარება ჩემი თემის უკეთ გასააზრებლად. ასევე, ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართულობა შეფასების პროცესში. გავეცანით შეფასების სქემებს, შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის საჭირო შეფასების ფორმები. დღემ, როგორც ყოველთვის, საინტერესოდ ჩაიარა.
ტრენინგის VI დღ
დღევანდელ დღეს ვისაუბრეთ თემაზე: როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტს ჩვენს თემაში კვლევის, კოლაბორაციისა და კომუნიკაციისათვის, ასევე, დავგეგმეთ  და შევაფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, განვიხილეთ მოწავლის თვალით დანახული სასწავლო პროცესი.




ტრენინგის V დღე
ამ დღეს ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და მის ფორმებზე, ვნახეთ ერთმანეთის ბუკლეტები და შევაფასეთ კომენტარებით. ვისწავლეთ პაუერ პოინტში პროექტის პრეზენტაცია. . სესიამ საინტერესოდ ჩაიარა.


ტრენინგის IV დღე
დღე დაიწყო საშინაო დავალებების განხილვით. ვისაუბრეთ არჩეული თემების ირგვლივ. წავიკითხეთ მისაღწევი მიზნები და ინდიკატორები, ასევე, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე ვიდებატეთ, ბოლოს, გავეცანით შეფასების სტრატეგიებსა და მეთოდებს.